ექსტრა ბეფუნგინი
დრაჟეში ფიტოკომპონენტებისა და ფუტკრის პროდუქტების შეხამება უზრუნველყოფს ორგანიზმის დამცავი ფუნქციის გაძლიერებას, ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის აღდგენას, მოქმედებს როგორც მძლავრი ანტიოქსიდანტი, ონკოპროტექტორი (ონკოლოგიური პროცესების პროფილაქტიკა), ჰეპატოპროტექტორი (ღვიძლის დაცვა) და იმუნომოდულატორი.
შემადგენლობა:
პროპოლისის კონცენტრირებული ექსტრაქტი, არყის ხის სოკო ჩაგას და კრაზანას ექსტრაქტები, ჭვავის და ხორბლის მარცვლების უჯრედისი, თაფლი, ცვილი.
თვისებები:
პროდუქტის უნიკალურობა განპირობებულია სამი ძალზე ეფექტური კომპონენტის: არყის სოკო ჩაგას, კრაზანას და პროპოლისის კომბინაციით.
ახასიათებს გამოხატული მძლავრი ანტიოქსიდანტური და იმუნომოდულატორული მოქმედება.
აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
ავსებს რკინის დეფიციტს, შესაბამისად ეფექტური დამატებითი საშუალებაა რკინადეფიციტური მდგომარეობების კორექციისთვის.
ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანტიმიკრობული და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება (იცავს და აღადგენს ღვიძლის უჯრედებს).
იცავს და აძლიერებს ორგანიზმის დამცავ სისტემებს, იმუნიტეტს.
ონკოპროტექტორული თვისების გამო ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკროფლორაზე და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების ლორწოვან გარსზე. ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის აღდგენას.
აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების მუშაობას.
ჩვენებები:
დაბალი იმუნიტეტი. ვიტამინების, რკინის, კალიუმის, მაგნიუმის, თუთიის და მოლიბდენის დეფიციტი. რკინადეფიციტური მდგომარეობები.
ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ვირუსული ჰეპატიტი, ციროზი).
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული დაავადებები, ნაწლავური მიკროფლორის დარღვევები (დისბაქტერიოზი), ქრონიკული და მწვავე კოლიტი, კენჭოვანი ქოლეცისტიტი.
აუტოიმუნური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები.
სიმსივნეების პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსში).
ნებისმიერი ლოკალიზაციის და გენეზის მოცულობითი პროცესები, კისტოზური დაავადებები.
ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის დროს ან შემდგომ პერიოდში.
მიღების წესი:
1–3 წელი 6 - 8 დრაჟე 3 – ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
3-8 წელი 8 - 12 დრაჟე 3 – ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ითადრე.
8-14 წელი 12 - 15 დრაჟე 3 – ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
14 წელი და ზევით და 20 - 25 დრაჟე 3 – ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
ფასი:
250გ – 103 ₾